Vacancies

Vacancies

მეთოდოლოგიის სპეციალისტი

Published: 19-06-2026 Deadline: 19-07-2026

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრობანკის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის, ბიზნეს-პროცესების, პროდუქტების, სერვისებისა და ოპერაციული საჭიროებების შესწავლა, შესაბამის ერთეულებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება, პროცესის აღწერა, სისტემატიზაცია და დოკუმენტირება;
  • მიკრობანკის შიდა პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და პროექტების მომზადება, ასევე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შიდასამართლებრივი აქტების პირველადი პროექტების შემუშავება თანამშრომლებისათვის გასაგები და პრაქტიკულად გამოყენებადი ფორმით;
  • მიკრობანკის საქმიანობის მარეგულირებელი შიდასამართლებრივი აქტების, ბიზნეს-პროცესებისა და ოპერაციული პრაქტიკის ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესების ანალიზი, არსებული დოკუმენტაციის გადახედვა, გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • მიკრობანკის შიდა დოკუმენტაციის ერთიანი სტრუქტურის, ფორმატის, ტერმინოლოგიისა და მეთოდოლოგიური სტანდარტების შემუშავება და დაცვაზე ზედამხედველობა;
  • შიდასამართლებრივი აქტებისა და პროცედურების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლებისათვის განმარტებითი, სასწავლო და საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • მიკრობანკის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია შიდა დოკუმენტაციის შემუშავებისა და განახლების პროცესში;
  • მიკრობანკში დანერგილი ან დაგეგმილი ახალი პროცესების, პროდუქტებისა და სისტემების დოკუმენტური ასახვის უზრუნველყოფა და შესაბამისი მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საზოგადოებრივი მეცნიერებათა მიმართულებით;
  • აუცილებელია, საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პროფესიული უნარები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (4%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.
     

    დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმეს გამოგზავნა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე
    გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს მიკრობანკი „ემბისის" (ს/კ 404967078 ), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემ მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის, ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. 
    მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე სს მიკრობანკი “ემბისისგან“, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge.
    ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო ინფორმაცია ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლის, მიზნის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, მაქვს უფლება, მოვითხოვო მონაცემთა გაცნობა/ასლის მიღება, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.
    ასევე, ინფორმირებული ვარ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, შემიძლია, კანონით დადგენილი წესით,  მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

Apply With Linkedin
Apply With CV

1
2