კორპორაციული პასუხისმგებლობა

....

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" ("ემბისი") თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზება, ფინანსური სახსრების და სასესხო პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობა მომხმარებლებთან.

"ემბისი", როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ორიენტირებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. "ემბისი"-სთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის მოდელთან ინტეგრირებული კორპორაციის თვითრეგულირების ფორმას წარმოადგენს და ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში: გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, პარტნიორობა, ეთიკური კორპორაციული მართვა, ინოვაცია.

"ემბისი"-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, შრომითი უფლებები, ახალგაზრდების მხარდაჭერა, გამჭვირვალობა და ბიზნესეთიკა.

კომპანია მიზნად ისახავს მომხმარებლებს გაუწიოს მათ საჭიროებებზე მორგებული, გამჭირვალე და მაღალი ხარისხის მომსახურება, რათა ხელი შეუწყოს სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციას.

CSR სიახლეები