CSR სიახლეები

ემბისი უერთდება გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილეს

ემბისი უერთდება გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილეს

2025-09-26

მიკრობანკი ემბისი უერთდება გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილეს

ემბისი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია 2019 წლიდან და საკუთარი საქმიანობის ყველა მიმართულებით ხელმძღვანელობს ადამიანთა უფლებების, შრომის, გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის 10 პრინციპის შესაბამისად.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2023 წელი, როდესაც ჩვენი ოპერაციების დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია, გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების SDG პიონერის გლობალური რაუნდის გამარჯვებული. ეს საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს არამარტო მის პროფესიონალიზმს, არამედ ემბისის ერთგულებასაც გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებისა და მდგრადი განვითარების მიზნებისადმი.

ჩვენ ვრჩებით ერთგულნი პასუხისმგებელი ბიზნესის პრინციპებისადმი და ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, გარემოსა და ბიზნესს საერთო მდგრადი მომავლისთვის.

ემბისი უერთდება გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილეს