"ემბისი"-ში იპოთეკური სესხის მიღება სწრაფად, გამარტივებული პროცედურებით ხდება. თქვენი განაცხადი განიხილება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.
"ემბისი" გთავაზობთ იპოთეკურ სესხს: 2000-დან 100,000 ლარამდე მოცულობით. სესხის მაქსიმალური ვადა არის 120 თვე.
იპოთეკური სესხის გაცემა ხდება უძრავი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ქონება, რომლის შეძენასაც გეგმავთ, ან უკვე თქვენს საკუთრებაშია, ვთქვათ: ბინა, სახლი, აგარაკი, საოფისე ფართი თუ მიწის ნაკვეთი.
იპოთეკური სესხის ასაღებად, შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები. გამონაკლისია სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან ან ე.წ. კერძო იპოთეკარისგან პორტირება, როდესაც შეგიძლიათ ისარგებლოთ გამარტივებული პროცედურებით.
თუ უკვე სარგებლობთ იპოთეკური სესხით, მაგრამ გსურთ პირობების გაუმჯობესება, შესაძლებელია მარტივად დაპორტირდეთ "ემბისი"-ში როგორც ე.წ. კერძო იპოთეკარისგან, ასევე საფინანსო ინსტიტუტიდან.
სად სჯობს ავიღოთ იპოთეკური სესხი - "კერძო იპოთეკარებთან" თუ საფინანსო ორგანიზაციაში? რომელი უფრო უსაფრთხო გზაა და, რაც ასევე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი უფრო იაფია?
"ემბისი" დაინტერესებულია, გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობა დაამყაროს მომხმარებლებთან, მისცეს მათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ შემოსავალი და იცხოვრონ უკეთესად.
"ემბისი"-ში ყოველთვის საუკეთესო პირობებია!