კომპანიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს მისი თანამშრომლების გუნდი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული კორპორაციული მართვის პრინციპებითა და ეთიკის ნორმებით. პერსონალის მართვის სტრატეგია ორიენტირებულია მაღალი მოტივაციის სისტემაზე და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობაზე.
"ემბისი" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლებისათვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნას და დაცვას, უზრუნველყოფს მათი განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს შექმნას.
კომპანიაში დანერგილია ონლაინ პლატფორმა "თანამშრომლის ხმა", რომლის საშუალებითაც თანამშრომლებს, სრული ანონიმურობის დაცვით, შეუძლიათ ნებისმიერი შენიშვნის, უკმაყოფილებისა და გადაცდომის შესახებ მიწერონ ადამიანური რესურსების ჯგუფს, ტოპ მენეჯერებს, დირექტორებს. ამავე პლატფორმის მეშვეობით თანამშრომლებს აქვთ საშუალება დააფიქსირონ ახალი იდეები და რეკომენდაციები. აღნიშნული ქმნის მნიშვნელოვან მოტივაციას თანამშრომლებისთვის ერთობლივი ძალებით ჩამოვაყალიბოთ უფრო წარმატებული კომპანია, შევქმნათ კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი იქნება კმაყოფილი და ბედნიერი.
"ემბისი"-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა, პროფესიული განვითარებისთვის დამატებითი საჭიროებების გამოვლენა და კარიერის დაგეგმვის მიზნით გადაადგილების შესაძლებლობების შექმნა.
კომპანია მხარს უჭერს ფინანსურად კვალიფიკაციის ასამაღლებელ და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრეინინგებს.