კორპორაციული პასუხისმგებლობა

ქალთა გაძლიერება

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს  საზოგადოებრივი ინიციატივის ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. "ემბისი"-სთვის სხვადასხვა რესურსების (გამოცდილება, ცოდნა, ექსპერტიზა, ფინანსური და ადამიანური რესურსი) გაზიარება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინიციატივას, რომელიც ასახული აქვს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიაში. 

კომპანიის პრიორიტეტებია - სოციალური საწარმოები, შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ქალი მეწარმეები, ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები, სკოლის მოსწავლეები და ახალგზარდები (განსაკუთრებულ ორიენტირს წარმოადგენს მცირე ქალაქები, დასახლებები, სოფლების სკოლები და ცენტრები).

მზარდი ფაქტები და მონაცემები ადასტურებენ, რომ გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ერთად, მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით, "ემბისი"-ში შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმატებით ხორციელდება.