კორპორაციული პასუხისმგებლობა

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვა კომპანიის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომპანიის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე, უზრუნველყოს ნარჩენების გადამუშავება და ასევე, დასუფთავება-გადამუშავების აქციებში აქტიური ჩართულობა.

"ემბისი"-ს ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაციასა და კონტროლს, სისტემატიურად უწევს ზედამხედველობას და ახალისებს კომპანიაში ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. "ემბისი" გამოყოფს ადამიანურ და ფინანსურ რესურებს გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად.
   
მისო აწარმოებს მომხმარებლების, ინვესტორებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას დაგეგმილი გარემოსდაცვითი აქტივობებისა და ინიციატივების შესახებ.

კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვა და ამ აქტივობებში თანამშრომლების ჩართვა, მათი ინიციატივების განხილვა და განხორციელება.