News

ემბისიმ Symbiotics-ისგან 1,500,000 ლარი მოიზიდა

ემბისიმ Symbiotics-ისგან 1,500,000 ლარი მოიზიდა

2025-10-30

ემბისიმ Symbiotics-ისგან 1,500,000 ლარამდე მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

Symbiotics-ი ემბისის ერთ-ერთი პირველი და გრძელვადიანი პარტნიორია, რომელსაც კომპანიასთან არაერთი წარმატებული გარიგება აქვს განხორციელებული. ახალი ინვესტიცია ემბისის საკრედიტო პორტფელის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

Symbiotics-ის მხრიდან უწყვეტი ინვესტირება ადასტურებს ემბისის მაღალ სანდოობას და მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის პოზიციებს ბაზარზე.