News

წიგნის საერთაშორისო დღე ემბისიში

წიგნის საერთაშორისო დღე ემბისიში

2025-04-23

ტრადიციულად, "ემბისი" წელსაც უერთდება წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იწყებს კამპანიას - #Bookchallenge

აქტივობა ერთთვიანია და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს.

#Bookchallenge-ის ფარგლებში, ემბისელებს შეუძლიათ კოლეგებს საჩუქრად გადასცენ წიგნები, სხვა თანამშრომლები კი კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გამოიწვიონ. 

აქტივობის მიზანია წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა თანამშრომლებს შორის.