მიკრობანკი ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით გამართული სტუდენტური კონკურსის - „მარეგულირებლის დილემა“ მხარდამჭერია.
კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტურმა გუნდებმა ჟიურის წარუდგინეს ინოვაციური ხედვები და კონკრეტული გადაწყვეტის გზები, რომლებიც ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ დილემებს ეხებოდა.
კონკურსის დასკვნითი, ფინალური რაუნდი, 5 დეკემბერს გაიმართა. გამარჯვებული გუნდები ეროვნული ბანკის ჟიურიმ გამოავლინა.
ემბისი მუდმივად უჭერს მხარს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მომავალი თაობის ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება.