News

ემბისიმ თბილისში ახალი სერვის ცენტრი გახსნა

ემბისიმ თბილისში ახალი სერვის ცენტრი გახსნა

2026-03-09

ახალი ფილიალი სანზონაში, დავით გურამიშვილის №34-ში მდებარეობს და კომპანიის ქსელში რიგით მე-18 მომსახურების ცენტრია. 

ემბისის ახალი სივრცე მყუდრო გარემოსა და სრულ საბანკო მომსახურებას აერთიანებს. კომპანიის 
პრიორიტეტია, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და მომხმარებლის 
საჭიროებებზე მორგებული გახადოს. 

მიკრობანკი ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია 
ორიენტირებულია მიკრო მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტებაზე. ემბისი პირველი 
ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია 
მოიპოვა, ამავდროულად, ბაზარზე პირველი მიკრობანკია, რომლის ინვესტორიც საქართველოს 
საპენსიო სააგენტო გახდა. 

დღეს ემბისი საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრს ფლობს - თბილისში კი 6 ფილიალითაა 
წარმოდგენილი.  

ქსელის გაფართოების პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს ციფრული არხების 
განვითარებაზე და მალე მომხმარებელს ამ მხრივაც შესთავაზებს სიახლეებს.