News

ემბისი ფინედუს კონკურსის მხარდამჭერია

ემბისი ფინედუს კონკურსის მხარდამჭერია

2025-04-23

ტრადიციულად, ემბისი უერთდება წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნას და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ კონკურსში იღებს მონაწილეობას.

კონკურსი 23 აპრილს იწყება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსში ჩასართავად სკოლის დაინტერესებულმა წარმომადგენელმა უნდა აღწეროს "ფინედუს კუთხის" მოწყობის ორიგინალური იდეა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების თემებზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა ემბისისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს საქართველოს ეროვნული ბანკი სასკოლო ბიბლიოთეკაში „ფინედუს კუთხის“ მოსაწყობად საგანმანათლებლო მასალას გადასცემს. ასევე, ერთ-ერთ სკოლას „ფინედუს“ წარმომადგენლები პირადად ესტუმრებიან, გადასცემენ რესურსებს და მოსწავლეებისთვის სპეციალურ საგანმანათლებლო აქტივობას ჩაატარებენ.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებლებს კი პირადი სარგებლობისთვის წიგნების გამომცემლობებისგან 130-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.