გაცნობებთ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ემბისის სერვის ცენტრებში 1-8 იანვარი უქმე დღეებია.
ასევე, მითითებულ პერიოდში, ემბისის სერვისები არ იქნება ხელმისაწვდომი სწრაფი გადახდის აპარატებსა და დისტანციური მომსახურების სხვა არხებში. შესაბამისად, აღნიშნულ თარიღებში გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღეს - 9 იანვარს.
ემბისი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 9 იანვრიდან განაახლებს.