Social Responsibility News

"ემბისი"-ს გრაფიკული დიზაინერი 2023 წლის პრო ბონო ჩემპიონია

"ემბისი"-ს გრაფიკული დიზაინერი 2023 წლის პრო ბონო ჩემპიონია

2024-01-24

"ემბისი"-ს გრაფიკული დიზაინერი, მარი პაპუაშვილი, საქართველოს პრო ბონო ქსელისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კონკურსის - "პრო ბონო ჩემპიონი 2023", ჯილდოს მფლობელი გახდა!

2023 წლის პრო ბონო ჩემპიონის გამოვლენა პრო ბონო საქმიანობისთვის დათმობილი დროისა და ამ მიმართულებით შესრულებული პროექტების რაოდენობის მიხედვით მოხდა. 

გასული წლის განმავლობაში, მარი პაპუაშვილმა საზოგადოების სასიკეთოდ დაახლოებით 100 საათის პროფესიული რესურსი დახარჯა.  

"ემბისი" 2018 წლიდან გახლავთ პრო ბონო ქსელი საქართველოს წევრი და ამ ხნის განმავლობაში, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურადაა ჩართული სოციალური საწარმოებისა და სხვადასხვა სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერის საქმეში.  

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების გაერთიანებას, რომელთა მიზანია საკუთარი გამოცდილების და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.