News

"ემბისი"-მ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

"ემბისი"-მ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

2024-12-27

"ემბისი"-მ, Galt & Taggart - გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე 30 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული მეორე ემისიაა.
ემბისიმ ლარის ობლიგაციების გამოშვებაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და  ობლიგაციების პირველი ემისია 2022 წელს განახორციელა.  

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 5 დეკემბერს ემბისიმ მიკრო ბანკის ლიცენზია მიიღო, რასაც მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული წამყვანი ევროპული სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის მიერ ორგანიზაციის სარეიტინგო შეფასების გაუმჯობესება B პოზიტიურიდან B+ სტაბილურამდე. სწორედ ზემოთ აღნიშნულმა წარმატებამ მისცა ემბისის საშუალება საფონდო ბირჟაზე უკვე მეორედ განეთავსებინა ლარის გრძელვადიანი ობლიგაციები.
აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ემბისი“-სა და “გალტ & თაგარტი"-სთვის რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.