31 მარტს, ქალაქ სტამბოლში, ემბისის უმაღლესი რანგის მენეჯმენტი ფინანსური ჩართულობის 21-ე ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში (Global Microfinance & Financial Inclusion Forum) მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული ღონისძიება ფინანსური ინკლუზიის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც დარგის ლიდერებს, ინვესტორებს, დონორებს, ფინტექ-ორგანიზაციებსა და პოლიტიკის შემქმნელებს აერთიანებს. ემბისის გუნდი არაერთი წელია მონაწილეობას იღებს ფორუმში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მზაობას, იყოს გლობალური ფინანსური პროცესების აქტიური მონაწილე.
წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში განიხილება ფინანსური ჩართულობის განვითარება ცვალებად ეკონომიკურ გარემოში, ციფრული ტრანსფორმაციის როლი ფინანსურ სექტორში, ინოვაციური ფინანსური პროდუქტები, საერთაშორისო ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა და მდგრადი, ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემების განვითარება.
ნინო დევდარიანი, მიკრობანკი ემბისის რისკების დირექტორი: "საერთაშორისო ასპარეზზე მიღებული გამოცდილება პირდაპირ აისახება მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. გლობალური პარტნიორობების ქსელის გაფართოება კი საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა ჩვენი მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს მოვარგოთ და მათ კიდევ უფრო დახვეწილი, უსაფრთხო და მოქნილი ფინანსური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ."