News

მიკრობანკი ემბისი Expo 2025-ის მხარდამჭერი

მიკრობანკი ემბისი Expo 2025-ის მხარდამჭერი

2025-09-15

13-14 სექტემბერს, ემბისის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯია"-ში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ UN Women Georgia. Expo2025-ში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 200-მდე მეწარმე ქალმა მიიღო. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ და შეეძინათ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც კერძო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ემბისის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ღირებულებებსა და მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებას. მიგვაჩნია, რომ ქალ მეწარმეებში ინვესტირება ქმნის რეალურ, მდგრად ცვლილებებს, როგორც ადგილობრივ თემებში, ისე მთლიანად ეკონომიკაში.