News

მიკრობანკი ემბისი Expo 2025-ის მხარდამჭერია

მიკრობანკი ემბისი Expo 2025-ის მხარდამჭერია

2025-09-10

მიკრობანკი ემბისი ქალ მეწარმეთა პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის - Expo 2025-ის მხარდამჭერია!

13-14 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია", UN Women Georgia-ს ორგანიზებულ ქალთა სამეწარმეო  გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. ღონისძიების  სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და ადგილზე შეიძინონ 200-მდე ქალი მეწარმის შექმნილი უნიკალური პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შორის არიან ქალები მაღალმთიანი რეგიონებიდან, უკრაინიდან ლტოლვილი, ძალადობაგამოვლილი თუ სხვა გამოწვევების წინაშე მყოფი პირები. 

გამოფენის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის მიმდინარეობისას ემბისის საოპერაციო დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

 "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა ემბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვამაყობთ, რომ ვართ Expo 2025-ის მხარდამჭერები და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ემბისი მუდმივად დგას იმ ქალების გვერდით, რომლებიც მრავალი გამოწვევის მიუხედავად ქმნიან საკუთარ მომავალს და ხელს უწყობენ ქვეყნის განვითარებას."