News

ფულის გლობალური კვირეული

ფულის გლობალური კვირეული

2026-06-03

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ემბისი ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-ს ორგანიზებულ კამპანიაში - “ისაუბრე ფულზე”, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ფინანსური განათლების მნიშვნელობის გაზრდა და ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია კომუნიკაციის ჩამოყალიბება.

კამპანიის ფარგლებში, 2026 წლის აპრილსა და მაისში ემბისის 15-მდე თანამშრომელმა, საქართველოს 4 რეგიონში: ბათუმი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი  - 15 გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც 350-მდე მოსწავლე დაესწრო.

წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილი - “ისაუბრე ფულზე” - სწორედ ახალგაზრდებში ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია დიალოგის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. გაკვეთილები ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ შემეცნებით თამაშებსა და დისკუსიებში.

ამასთანავე, პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები - კომიქსები და სამაგიდო თამაშები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ კომიქსების შექმნაში ემბისის გუნდიც მონაწილეობდა. 

ფინანსური განათლების ხელშეწყობა კვლავაც იმ მიმართულებებს შორის რჩება,  რომლის მხარდაჭერას ემბისი აქტიურად აგრძელებს.