ვალუტა | ყიდვა | გაყიდვა |
---|---|---|
1 USD | ||
1 EUR | ||
100 RUB | ||
1 TRY | ||
1 GBP |
ვალუტა | ||
---|---|---|
1 USD | 2.6681 | |
1 EUR | 2.8381 | |
100 RUB | 2.7748 | |
1 TRY | 0.0981 | |
1 GBP | 3.2647 |
სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ვებ-გვერდზე ონლაინ კაბინეტის დარეგისტრირების გზით, სულ რამდენიმე წამში შეძლებთ კონვერტაციის მოთხოვნის განაცხადის გამოგზავნას. "ემბისი"-ს ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ კი, შეძენილი ვალუტა, უმოკლედ დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდებათ.
ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ თუ ხართ:
ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.
ასე რომ, სანამ ვალუტას გადაცვლით, გადაამოწმეთ რას გთავაზობთ "ემბისი", რადგან ჩვენთან მარტივი პროცედურა და ყოველთვის მომგებიანი კურსია!
თუ ხშირად გიწევთ ვალუტის გადაცვლა ან ფულადი გზავნილების მიღება, თქვენთვის მომგებიანი ვალუტის კურსით სარგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. "ემბისი" გაძლევთ საშუალებას ყოველთვის უკეთესი კურსით იყიდოთ ან გაყიდოთ სასურველი ვალუტა, როგორც ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად, ასევე კომპანიის სერვის ცენტრებში ვიზიტის გზით.
ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის მხოლოდ იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ, სერვის ცენტრებში კი ვალუტის გადაცვლის მომსახურებას მიიღებთ სამუშაო დღეებში - 09:30-დან 18:00 საათამდე; შაბათს კი - 10:00-დან 13:30 საათამდე.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბაზარზე, ხან ვალუტის მიწოდება სჭარბობს, ხანაც მოთხოვნა და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვალებადობას. მარტივად რომ ვთქვათ - ეროვნული ვალუტა მყარდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო უფასურდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა იკლებს.
გარდა ამისა, ვალუტის კურსის ცვლილებებს განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: