პროდუქტები

საკრედიტო ბარათი

  • თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის, დაუგეგმავი ხარჯის გამო დაუყოვნებლივ გესაჭიროებათ თანხა - "ემბისი"-ს საკრედიტო ბარათი სწორედ თქვენთვისაა! 
     
  • მიიღეთ 500-დან 2,000 ლარამდე დაფინანსება დღესვე, მიზნობრიობის შეზღუდვის გარეშე. 
     
  • დახარჯეთ თანხა სურვილისამებრ და ისარგებლეთ 55 დღემდე საშეღავათო პერიოდით.
     
  • საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორება შესაძლებელია ყველა ადგილობრივ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში. 
     
  • გაითვალისწინეთ, რომ "ემბისი"-ს ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დაბალი საპროცენტო განაკვეთია. 
შეავსეთ განაცხადი

რა უპირატესობები აქვს "ემბისი"-ს საკრედიტო ბარათს

"ემბისი"-ს საკრედიტო ბარათით სარგებლობა შესაძლებელია სამეწარმეო და სამომხმარებლო მიზნობრიობით. შესაბამისად, დაფინანსება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბიზნესში ინვესტირებისთვის, ასევე ნებისმიერი სასურველი შენაძენისთვის.   

"ემბისი" განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და გთავაზობთ:

ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი;
დაფინანსების განხილვა ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში;
დაბალი განაღდების საკომისიო სერვის ცენტრებში;
უნაღდო ანგარიშსწორება ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში;
საშეღავათო პერიოდი ნულოვანი პროცენტის პირობით;
სწრაფი და გამარტივებული პროცედურები;

რატომ უნდა ისარგებლოთ "ემბისი"-ს საკრედიტო ბარათით

 

 

  • საკრედიტო ბარათზე პროცენტი გერიცხებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარჯავთ თანხას;
  • პროცენტი გერიცხებათ მხოლოდ დახარჯულ თანხაზე;
  • შეგიძლიათ ისარგებლოთ ნულოვანი პროცენტის პირობით;
  • თანხის განაღდება შესაძლებელია "ემბისი"-ს სალაროებში, თიბისი ბანკისა და ბაზისბანკის ბანკომატებში;
  • ბარათზე განაცხადის შევსება შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე კომპანიის სერვის ცენტრებში; 
  • "ემბისი"-ს მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში;

რა არის საჭირო საკრედიტო ბარათის ასაღებად

"ემბისი" ზრუნავს მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვაზე და საკრედიტო ბარათის  გასაცემად ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას. იმისათვის, რომ ისარგებლოთ "ემბისის" დაფინანსებით, დაგჭირდებათ მხოლოდ:

ID ბარათი ან პასპორტი

მინიმალური ასაკი - 20 წელი

საკრედიტო ბარათის მნიშვნელოვანი პირობები

სესხის ვალუტა
ლარი
სესხის მაქსიმალური მოცულობა
2,000 ლარი
სესხის მაქსიმალური ვადა
48 თვე
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი (ფიქსირებული)
36%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
45.4%-დან
საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში
0%
საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდში დაფარვის შემთხვევაში
1.7%-დან
ბარათის დამზადების ღირებულება
10 ლარი
გაცემის საკომისიო
ლიმიტის 2 %
განაღდების საკომისიო
სალარო: 1%; ბანკომატი: 2%; ტერმინალი: 0%
განაღდების დღიური ლიმიტი
სალარო: 2.000 ლარი; ბანკომატი/ტერმინალი: 1.000 ლარი
მინიმალური შენატანის გადახდის თარიღი
დაანგარიშების თარიღის მომდევნო თვის 25 რიცხვის ჩათვლით
ვადაგადაცილების ჯარიმა
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილების მომენტისათვის ნარჩენი ძირი თანხის 0.27%

როგორ მივიღოთ სასურველი თანხა

შეავსეთ ონლაინ განაცხადი

ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს წუთებში

მობრძანდით ახლომდებარე ფილიალში

დამატებით რა უნდა იცოდეთ საკრედიტო ბარათზე

შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ბარათი ერთგვარი სამომხმარებლო სესხია, რამდენადაც არ ხასიათდება ერთი კონკრეტული  მიზნობრიობით.
პროდუქტის ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ყოველთვის გაქვთ ხელმისაწვდომი თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. 
საკრედიტო ბარათი იძლევა შესაძლებლობას პრაქტიკულად დამატებითი ხარჯების გარეშე ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით, თუ მას სავაჭრო ობიექტებში გამოიყენებთ. 

იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათით მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით ისარგებლოთ:
 

  • მოერიდეთ  საკრედიტო ბარათის ლიმიტის სხვა სესხის შენატანების გადასახდელად გამოყენებას;
  • საკრედიტო ბარათი ძირითადად სავაჭრო ობიექტებში გადახდებისათვის გამოიყენეთ და მოერიდეთ ბარათიდან თანხის განაღდებას;
  • შეეცადეთ, ათვისებული საკრედიტო ლიმიტი საშეღავათო პერიოდში სრულად დაფაროთ და ამით საპროცენტო ხარჯი აიცილოთ თავიდან.

გაითვალისწინეთ - "ემბისიში"  ყოველთვის უკეთესი პირობებია!