იპოთეკური სესხის გაცემა ხდება უძრავი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ქონება, რომლის შეძენასაც გეგმავთ, ან უკვე თქვენს საკუთრებაშია, ვთქვათ: ბინა, სახლი, აგარაკი, საოფისე ფართი თუ მიწის ნაკვეთი.
იპოთეკური სესხის ასაღებად უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. გამონაკლისია სხვა საფინანსო ორგანიზაციიდან ან ე.წ. კერძო იპოთეკარისგან პორტირება, როდესაც შეგიძლიათ ისარგებლოთ გამარტივებული პროცედურებით.
თუ უკვე სარგებლობთ იპოთეკური სესხით, მაგრამ გსურთ პირობების გაუმჯობესება, შესაძლებელია მარტივად დაპორტირდეთ "ემბისი"-ში როგორც ე.წ. კერძო იპოთეკარისგან, ასევე საფინანსო ინსტიტუტიდან.
სად სჯობს ავიღოთ იპოთეკური სესხი - "კერძო იპოთეკარებთან" თუ საფინანსო ორგანიზაციაში? რომელი უფრო უსაფრთხო გზაა და, რაც ასევე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი უფრო იაფია?
"ემბისი" დაინტერესებულია, გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობა დაამყაროს მომხმარებლებთან, მისცეს მათ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ შემოსავალი და იცხოვრონ უკეთესად.
"ემბისი"-ში ყოველთვის საუკეთესო პირობებია!