ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
- შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი;
- პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
- თანამშრომლების პროგრამულ-ტექნიკური დახმარება;
- საბანკო პროგრამების ადმინისტრირება;
- ორგანიზაციაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროგრამულ უზრუნვეყოფასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხრვა;
- თანამშრომლების კონსულტირება პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენცია:
- საბანკო / მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
- ალტა სოფვეარის პროგრამების ცოდნა;
- MS SQL ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- სასურველია Web სერვერებთან (IIS) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ - ჩვევები:
- აუცილებელია - კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდის მართვის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია - თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის სურვილი, თვითკრიტიკულუბა, თვითმოტივირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.