წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებ-გვერდი.
 
ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს.
ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მომსახურების მიღებით. 
 
"მიკრო ბიზნეს კაპიტალი" უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
მისო მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მისოსგან მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. 
 
ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი "ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ვებ-გვერდზე პირადი მონაცემების მითითებით და წესების დათანხმებით, მომხმარებელი უფლებას აძლევს "მიკრო ბიზნეს კაპიტალს", დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები მომსახურების შეთავაზების/გაწევის მიზნებისათვის. 
 
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მისოსთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.