სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მათი კერძო სექტორში დანერგვის თაობაზე, საინფორმაციო სესია ჩატარდა.
საინფორმაციო სესიას კერძო სექტორის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
სესიაზე MBC-ის CR მენეჯერმა დამსწრე კომპანიებს გააცნო ის პროექტები, რომლებიც კომპანიამ წარმატებით განახორციელა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.
სესია ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.