განათლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, "ემბისი"-ს სათაო ოფისში ბიბლიოთეკა მოეწყო. ბიბლიოთეკა რომელშიც თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურის ბესტსელერებია წარმოდგენილი, ხელმისაწვდომია კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლისთვის.
"ემბისი" ზრუნავს თანამშრომელთა ზოგადი და პროფესისული ცოდნის ამაღლებაზე და სწორედ ამ იდეას ემსახურება კომპანიაში ბიბლიოთეკის გახსნა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.