CSR სიახლეები

"ემბისი"-ს CSR მენეჯერი "მელიორა 2019"-ის გამარჯვებულია

"ემბისი"-ს CSR მენეჯერი "მელიორა 2019"-ის გამარჯვებულია

2019-12-15

"ემბისი"-ს CSR მენეჯერი - თამთა ასლანიშვილი, "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კომკურსის Meliora 2019"-ის გამარჯვებულია.

Meliora 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 12 დეკემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, წლის საუკეთესო CSR მენეჯერის კატრეგორიაში ჯილდო გადაეცა პირს, რომელმაც განსაკუთრებული და სამაგალითო წვლილი შეიტანა სოციალურად პასუხისმგებელი და ეთიკური ბიზნესსაქმიანობის განვითარებაში, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კომკურსი Meliora 2019" იმართება CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.