"ემბისი"-სა და სათნოების სახლ "კათარზისის" თანამშრომლობა გრძელდება.
კომპანიამ, ჰუმანიტარული კავშირის ბენეფიციარებს, ტრადიციულად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და უფასო სადილით გაუმასპინძლდა.
"ემბისი" უკვე მრავალი წელია კათარზისის მუდმივი პარტნიორია. სათნოების სახლს, აქციის - "სადილი ყველას" ფარგლებში, 2 000-მდე ბენეფიციარი სტუმრობს.