CSR სიახლეები

"ემბისი" მსოფლიო გარბენში

"ემბისი" მსოფლიო გარბენში

2019-05-06

ტრადიციისამებრ, "ემბისი"-ს თანამშრომლებმა წელსაც მიიღეს მონაწილეობა Wings For Life World Run-ში.  

ემბისელებმა სტარტი 5 მაისს, ლოპოტას ხეობიდან - მსოფლიოს სხვა კონტინენტების მონაწილეებთან ერთად აიღეს. წელს მსოფლიო გარბენში კომპანიის 35-მდე თანამშრომელი ჩაერთო.  

შეგახსენებთ, რომ Wings For Life World Run ყოველწლიურად იმართება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მარათონში შეგროვილი თანხა მთლიანად ხმარდება ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევას.