CSR სიახლეები

"ემბისი" კოლხური ღვინის ფესტივალის ოქროს სპონსორია

"ემბისი" კოლხური ღვინის ფესტივალის ოქროს სპონსორია

2019-11-27

24 ნოემბერს, ზუგდიდში, კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" გაიმართა. ღონისძიების "ოქროს სპონსორი" გახლდათ "ემბისი". ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა.

სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების ნაწარმი. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ კოლხური ღვინის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის სხვადასხვა სახეობა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის კოლხური ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მეღვინეებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმაც მიიღეს. სპეციალურად მოწყობილ აგრო სივრცეში გამოფენილი გახლდათ ფერმერების პროდუქცია. სტუმრებს კი საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასებში.   

განსაკუთრებული ინტერესი გამოწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეთნო კუთხემ, სადაც წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქცია, აფხაზური აჯიკა და ხილის ჩირი.

ფესტივალზე გამოფენილი გახლდათ იტალიელი მოგზაურის, კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრები, რომლებიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს.

ამას გარდა, არტ სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, გაიმართა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გამოფენილი გახლდათ აგროტექნიკა.

ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება.

ეთერ ჩაჩიბაია, "ემბისი"-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი:
"ემბისი" მიესალმება აგრო ფესტივალის ჩატარების იდეას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ქმნის მნიშვნელოვან სტიმულს და მოტივაციას აგრო სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის.
აგრო სფეროს დაკრედიტება ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია და შესაბამისად, სამეგრელოს რაიონში წარმოდგენილები ვართ აგრო სფეროზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებებით.
წარმატებას ვუსურვებთ აგრო ფესტივალს და ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დღე ერთგვარ ტრადიციად იქცევა. "ემბისი", თავის მხრივ, ყოველთვის მხარს დაუჭერს ანალოგიურ ინიციატივებს."