CSR სიახლეები

"ემბისი" "გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს" ნერგავს

"ემბისი" "გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს" ნერგავს

2019-02-07

"ემბისი" ოფიციალურად შეუერთდა ინიციატივას, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. შედეგად კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ დანერგოს "ქალთა გაძლიერების პრინციპები" (WEPs), რომელიც 7 ძირითადი წესისგან შედგება.

7 ნაბიჯი ქალთა უფლებების გაფართოებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებული ერთგვარი სახელმძღვანელოა კერძო ბიზნეს კომპანიებისათვის. ინიციატივის მთავარი მიზანი მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაა.

"ინიციატივის წევრი კომპანიები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შეიცვალოს და დაწინაურდეს ქალის როლი სამსახურსა და ზოგადად, საზოგადოებაში. ათასობით წევრი კომპანიის მიზანი კი ერთია - მეტი ქალი ბიზნესში, მეტი ქალი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ჩვენც დიდი სიამაყით შევუერთდით ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალთა ეკომონიკურ გაძლიერებაში ჩვენს როლსაც შევიტანთ," - აცხადებს "ემბისი"-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია.