ვაქცინაციის პროცესში თანამშრომელთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, "ემბისი" კვლავ აქტიურად განაგრძობს დარგის სპეციალისტებთან ინფორმაციული ონლაინ შეხვედრების სერიას.
Zoom-ის პლატფორმაზე კომპანიის მორიგი სტუმარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე გახლდათ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მის ფარგლებში, პაატა იმნაძემ ამომწურავი პასუხი გასცა თანამშრომელთა მხრიდან Covid ვაქცინათა შორის სხვაობაზე, მათ გვერდით მოვლენებსა თუ ვირუსის წინაღმდეგ ეფექტურობის ხარისხზე დასმულ შეკითხვებს.
პანდემიის დამარცხება და შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მხოლოდ აქტიური ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი!