"ემბისი" კვლავ აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის პროცესში თანამშრომელთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით.
ორგანიზაციის მასშტაბით, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებები თუ ინფორმაციული შეხვედრები.
კამპანიის ფარგლებში, "ემბისი"-ს თანამშრომლებისთვის გაიმართა ონლაინ შეხვედრა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან.
შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა და მასზე კულუმბეგოვმა დეტალურად ისაუბრა Covid ვაქცინათა შორის სხვაობაზე, მათ გვერდით მოვლენებსა თუ ვირუსის წინაღმდეგ ეფექტურობის ხარისხზე. ასევე, ბიძინა კულუმბეგოვმა "ემბისი"-ს თანამშრომლებს იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელოვნებაზე გაუზიარა რეკომენდაციები და უპასუხა მათ შეკითხვებს.
პანდემიის დამარცხება და შეზღუდვების გარეშე ცხოვრება მხოლოდ აქტიური ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი!
#ვაქცინაგვიცავს
#აიცერი