CSR სიახლეები

"ემბისი" მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა

"ემბისი" მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა

2018-06-12

"გარემოს გულისთვის" - "ემბისი" მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა. პროექტის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლები სოფელ ქვახვრელს ესტუმრნენ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირშესანიშნაობის - უფლისციხისკენ მიმავალი გზა ნარჩენებისაგან გაასუფთავეს.

"გარემოს გულისთვის" CENN-ის ინიციატივითა და USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებას და აღნიშნულ უბნებზე სისუფთავის შენარჩუნებას კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ, აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის მოვლა-პატრონობაზეც აიღებენ პასუხისმგებლობას.