CSR სიახლეები

"ემბისი"-მ ბრიუსელში ორგანიზებულ "გავლენის კვირეულში" მიიღო მონაწილეობა

"ემბისი"-მ ბრიუსელში ორგანიზებულ "გავლენის კვირეულში" მიიღო მონაწილეობა

2022-12-02

"ემბისი"-ს კორპორაციული პასუხისმგებლობის და კომუნიკაციების მენეჯერმა - გვანცა ფაცაციამ მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში ორგანიზებულ გავლენის კვირეულში #impactweek

ღონისძიებას საქართველოდან EVPA-ს მოწვევითა და CSRDG-ის ორგანიზებით, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი დაესწრო.

კვირეულზე ყოველწლიურად თავს იყრიან პროფესიონალები მსოფლიოს ფინანსური და საინვესტიციო წრეებიდან და ეცნობიან ახალ ტენდენციებს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების სფეროში.

"ემბისი" წარმოადგენს გავლენის ფონდის "აქციოს" ერთ-ერთ პირველ ინვესტორს. ფონდის მიზანია სოციალური საწარმოების გაძლიერება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის მასშტაბების ზრდაში.