CSR სიახლეები

ფულის გლობალური კვირეული

ფულის გლობალური კვირეული

2024-04-04

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, "ემბისი"-ს დესპანები ეწვივნენ საქართველოს მასშტაბით 8 სხვადასხვა სკოლას და 250-მდე მოსწავლეს ფულის დაზოგვის შესახებ საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილები ჩაუტარეს.

სახალისო აქტივობას ესწრებოდნენ ზუგდიდის, გორის, ლაგოდეხის, თელავისა და თბილისის III-X კლასის მოსწავლეები. გაკვეთილების ძირითადი თემა კი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფულის ისტორია, ფინანსური დანაზოგების უსაფრთხოება, გონივრული ხარჯვის პრინციპები და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები. 

ფულის გლობალურ კვირეულს ყოველწლიურად 170-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოც აღნიშნავს, აქტივობა საქართველოს ეროვნული ბანკის და საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით ხორცილედება. 
გლობალური კვირეულის მიზანია ახალგაზრდებსა და ბავშვებში ფულის დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ფულის გლობალური კვირეული