CSR სიახლეები

პრო ბონო მარათონი 2024

პრო ბონო მარათონი 2024

2024-04-17

17 აპრილს, "ემბისი"-მ “საქართველოს პრო ბონო ქსელის“ ორგანიზებულ ყოველწლიურ მარათონში მიიღო მონაწილეობა.

ამჯერად, პრო ბონო მარათონის ფარგლებში, "ემბისი"-მ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს გაუწია დახმარება. კერძოდ, კომპანიის მარკეტინგის გუნდმა ცენტრის საკომუნიკაციო კამპანიასა და ვიზუალურ კონცეფციაზე იმუშავა - შემუშავდა სოციალური მედიისა და სხვა საკომუნიკაციო არხებისთვის განკუთვნილი ვიზუალური და ტექსტუალური მასალა, დამზადდა სხვადასხვა ტიპის საბეჭდი ფაილები.  

წლევანდელ მარათონში, 9 კომპანიის 29 პრო ბონო კონსულტანტმა მიიღო მონაწილეობა. ჯამში 7 სოციალური საწარმოსთვის დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანია.

"ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს კომპანიების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება. კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი მადლობას უხდის "ემბისი"-ს, რომელმაც პრო ბონო მარათონის ფარგლებში, ორგანიზაციის სოციალური მედიის განვითარების მიმართულებით იმუშავა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ემბისი"-ს გუნდის მხარდაჭერა და მათი პროფესიული აზრის მოსამენა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე თუ როგორ უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე ინფორმაცია სწორად და როგორ მოვიცვათ ფართო აუდიტორია."

პრო ბონო მარათონი 2024