სმარტ კამპანია

სმარტ კამპანია

2017 წლის ივნისიდან, სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" Smart Campaign-ს - მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. 

Smart Campaign ერთგვარ გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით, 4700-ზე მეტ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ასოციაციას, ინვესტორსა თუ დონორს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. 2008 წელს ჩამოყალიბებული კამპანიის უმთავრესი დანიშნულება მომხმარებლისთვის - როგორც ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალისთვის - გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურების შეთავაზება გახლავთ.

✔ პროდუქტის შესაბამისი დიზაინი და მიწოდება 
✔ ზედმეტი საკრედიტო ტვირთის თავიდან აცილება
✔ გამჭვირვალობა - მომსახურების პირობების მარტივ და გასაგებ ენაზე განმარტება
✔ გონივრული ფასდადება - ხარჯების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა
✔ მომხმარებლების პატივისცემით მოპყრობა, მათ მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება 
✔ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპების მკაცრი დაცვა
✔ საჩივრების განხილვის მოქნილი მექანიზმი

სწორედ ეს გახლავთ Smart Campaign-ის 7 ძირითადი პრინციპი - ფასეულობები, რომელთა ზედმიწევნით შესრულება, ჩვენს კომპანიას, მიკროსაფინანსო სექტორში, პასუხისმგებლობიანი საბანკო დაფინანსების - ღირსეული და გონივრული ფინანსური მრჩევლის მოდელად აქცევს.

"მიკრო ბიზნეს კაპიტალი" უახლოეს მომავალში Smart Campaign-ის მომხმარებელთა დაცვის სერთიფიკატის მოპოვებასაც გეგმავს, რაც კომპანიის საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და მომხმარებელზე მორგებულს გახდის.