"ემბისი"-მ CiDA-სა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემა შრომის უფლებები და გენდერული თანასწორობის საკითხები გახლდათ.
სამუშაო ჯგუფების წევრები აქტიურად ჩაერთნენ სამომავლო აქტივობებისა და გამოწვევების განსაზღვრაში, პრიორიტეტების ჩამოყალიბებასა და სხვა მიმდინარე საკითხების განხილვაში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის - "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.