სიახლეები

"ემბისი"-მ ქალ თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

"ემბისი"-მ ქალ თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

2021-03-09

"ემბისი", როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი კომპანია, შეუერთდა ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მის მთავარ გზავნილებს: ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა წვლილის წარმოჩენა, პოტენციალის რეალიზება, ქალთა ლიდერობა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, თანასწორი, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა.

8 მარტს, "ემბისი"-მ, ქალ თანამშრომლებს, საჩუქრად გადასცა ქართველი ქალი ავტორების ნამუშევარი წიგნები და ამ გზით, წვლილი შეიტანა მათი წარმოჩენის, რეალიზებისა და გაძლიერების საქმეში.