სიახლეები

საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის განაცხადი ყველა მომხმარებელს დაუკმაყოფილდა

საშეღავათო პერიოდის მოთხოვნის განაცხადი ყველა მომხმარებელს დაუკმაყოფილდა

2020-04-01

"ემბისი"-მ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, საშეღავათო პერიოდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა ყველა იმ მომხმარებლის განცხადება, ვინც კომპანიას შეღავათის მიღების თხოვნით მიმართა.
 
"ემბისი"-ს გადაწყვეტილებით, 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი შეეხება, როგორც სესხის ძირს, ასევე პროცენტს და ძალაში 2020 წლის 1 ივლისამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ შეღავათით სარგებლობა არ გამოიწვევს მომხმარებლებისთვის სესხის გაძვირებას.

ამას გარდა, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში,  მომხმარებლები, რომელთაც სურვილი ექნებათ სესხის არსებული გრაფიკით დაფარვის, ამის ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

გია პეტრიაშვილი, "ემბისი"-ს გენერალური დირექტორი:
"ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მომხმარებლის კეთილდღეობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ერთ-ერთმა პირველმა მიკროსაფინანსო ბაზარზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეკმაყოფილებინა უკლებლივ ყველა განაცხადი, რომელიც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობასთან დაკავშირებით მივიღეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!"​