სიახლეები

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილური მიენიჭა

"ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი B+ სტაბილური მიენიჭა

2020-02-03

აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი - B+ სტაბილური მიანიჭა. 

Scope Ratings-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ემბისი"-სთვის აღნიშნული რეიტინგის მინიჭება ადეკვატურმა ფინანსურმა პორტფელმა, მოგებამ, მართვის მეთოდმა და კონკურენტულ ბაზარზე მისმა პოზიციონირებამ განაპირობა. ამასთან, მაღალი პოზიციის დაკავების ერთ-ერთი ფაქტორი კომპანიის სტაბილური განვითარებაც გახდა.

დღეისთვის, Scope-ის რეიტინგი - B+ სტაბილური მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალია.

გია პეტრიაშვილი, "ემბისი"-ს გენერალური დირექტორი:

"მინიჭებული რეიტინგი კომპანიის სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა და გამოხატავს ჩვენს მყარ ფინანასურ პოზიციას და იმ შედეგებს, რაც თავის მხრივ, აისახება, როგორც აქტივების ხარისხის სოლიდურობაში, ასევე მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მეტრიკაში".