სიახლეები

ონლაინ ტრენინგების სერია

ონლაინ ტრენინგების სერია

2020-10-01

"ემბისი"-ში დასრულდა მასშტაბური " შიდა ონლაინ ტრენინგების სერია", რომელიც საკრედიტო დეპარტამენტის ინიციატივით განხორციელდა და რომელშიც კომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იყო ჩართული.

პროექტის მიზანი პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისულ ვითარებასთან გამკლავება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი უპირატესობად გარდაქმნა გახლდათ.

ტრენინგები, თემატიკის მიხედვით, რამოდენიმე აქტუალურ მიმართულებას მოიცავდა:

  • საკრედიტო პროდუქტების პროცესინგი;
  • სკრიპტები გაყიდვების მიმართულებით;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • მოტივაცია - მიზნის დასახვისა და მიღწევის იარაღი;
  • ასევე, პროექტი "Talk" - რომლის მიზანი თანამშრომლებისთვის მიმდინარე პროცესების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება, სტრესის მართვა და გუნდურობის გაძლიერება იყო.