27 თებერვალს, ისნის რაიონში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა. ფილიალი ქეთევან წამებულის N68-ში მდებარეობს და დედაქალაქში კომპანიის რიგით მეექვსე მომსახურების ოფისია.
შეგახსებენთ, რომ საქართველოს მასშტაბით, "ემბისი" 7 ფილიალს ფლობს. ამჟამად, კომპანიის მომსახურების მიღება თბილისსა და რუსთავშია შესაძლებელი.
ახალი სერვის ცენტრი მომხმარებელს ბიზნეს, იპოთეკურ, ავტო და ექსპრეს სესხებს სთავაზობს. ადგილზე შესაძლებელია ფულადი გზავნილებისა და კომუნალური გადახდების განხორციელებაც.