სიახლეები

"ემბისი"-ს მორიგი პრო ბონო აქტივობა

"ემბისი"-ს მორიგი პრო ბონო აქტივობა

2019-07-24

"ემბისი"-მ მორიგი პრო ბონო მომსახურება გაუწია სათემო ორგანიზაციას - "სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის".

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ორგანიზაციის ლოგო, Facebook-ის ოფიციალური გვერდის პროფილისა და ე.წ. "ქავერის" ვიზუალები.

ამას გარდა, 28 აგვისტოს, ყვარლის რაიონში - სათემო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ახალგაზრდული ფესტივალის ანონსისთვის, მისოს გრაფიკულმა დიზაინერმა სპეციალური პოსტერი; ღონისძიების შესახებ ტურისტული თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივ სასტუმროებსა და ღვინის სახლებში ინფორმაციის გასავრცელებლად ფლაერი, აქტივობის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის სცენისათვის კი ბანერის სახით დეკორაცია შექმნა.

სათემო ორგანიზაციის - "სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისათვის" - საქმიანობის ძირითადი მიზანია ყვარლის რაიონში სამოქალაქო ცნობიერების, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაზრდა/გაუმჯობესება. 

შეგახსენებთ, რომ "ემბისი" უკვე რამდენიმე თვეა "პრო ბონო საქართველოს" მუდმივი  წევრია და აქტიურ პროფესიულ მომსახურებას უწევს ქსელის წევრ ორგანიზაციებს.