ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, "ემბისი"-ში მომსახურება ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე.
კომპანია ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და ჰიგიენის წესებს. ყველა სერვის ცენტრში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, თანამშრომლებს და მომხმარებლებს ადგილზე შეუძლიათ ხელის დამუშავება სპეციალური ხსნარით, დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით კი, სისტემატიურად მიმდინარეობს შესაბამისი რეკომენდაციების გავრცელება.
ამასთან, COVID-19-ის პრევენციისთვის "ემბისი" მოგიწოდებთ გამოიყენოთ დისტანციური მომსახურების არხები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!