"ემბისი"-მ გერმანული ბანკისგან - "BANK IM BISTRUM ESSEN eG", $2 მლნ სესხი მიიღო.
კომპანიამ $2 მლნ არაუზრუნველყოფილი სესხი , პანდემიის პერიოდში, მცირე ბიზნესის დასახმარებლად მოიზიდა.
აღნიშნული თანხა, "ემბისი"-ს საშუალებას მისცემს გაზარდოს სასესხო პორტფელი და კიდევ უფრო ფართო სპექტრის და მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს.
გერმანული ბანკისგან, მსოფლიო პანდემიის პერიოდში, არაუზრუნველყოფილი სესხის მოზიდვა "ემბისი"-ს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობის მკაფიო გამოხატულებაა, რაც სამომავლოდ, მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობაზე, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც აისახება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში, აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი - B+ სტაბილური მიანიჭა.
Scope Ratings-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ემბისი"-სთვის აღნიშნული რეიტინგის მინიჭება ადეკვატურმა ფინანსურმა პორტფელმა, მოგებამ, მართვის მეთოდმა და კონკურენტულ ბაზარზე მისმა პოზიციონირებამ განაპირობა. ამასთან, მაღალი პოზიციის დაკავების ერთ-ერთი ფაქტორი კომპანიის სტაბილური განვითარებაც გახდა.
დღეისთვის, Scope-ის რეიტინგი - B+ სტაბილური მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალია.