2025 წლის 19 მარტს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა - Symbiotics-მა, ემბისის 9,712,500 ლარის მოცულობის არაუზრუნველყოფილი ფინანსური რესურსი გამოუყო.
Symbiotics-ი ემბისის ერთ-ერთი პირველი და გრძელვადიანი პარტნიორია, რომელსაც კომპანიასთან არაერთი წარმატებული გარიგება აქვს განხორციელებული. ახალი ინვესტიცია ემბისის საკრედიტო პორტფელის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
Symbiotics-ის მხრიდან უწყვეტი ინვესტირება ადასტურებს ემბისის მაღალ სანდოობას და მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის პოზიციებს ბაზარზე.
ემბისი 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. მიკრობანკის სტატუსის ფარგლებში საქმიანობისას კი კომპანიის მთავარი მიზანია გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებას საქართველოში.