სიახლეები

"ემბისი" შშმ პირთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა

"ემბისი" შშმ პირთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა

2019-10-24

23 ოქტომბერს, CSR კვირეულის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით, ქართულ ბაზარზე მოქმედმა 15-მა კომპანიამ ხელი მოაწერა შშმ პირების გაძლიერების პრინციპებს.

ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის გახლდათ "ემბისი", როგორც CSR კლუბისა და გაეროს გალობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქტიური წევრი. 

პრინციპები მიზნად ისახავს, ბიზნესის მიერ, შშმ პირების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე და საზოგადოებაში.

შშმ პირების გაძლიერების პრინციპები: 

  • კომპანიის აღმასრულებელი რგოლის მიერ პოლიტიკის დონეზე და ყოველდღიურ საქმიანობაში შშმ პირების გაძლიერების მხარდამჭერი მიდგომის საჯაროდ დაფიქსირება
  • შშმ პირთათვის დასაქმების ადგილის მისაწვდომობა
  • შშმ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა
  • შშმ პირთათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა 
  • კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებისადმი
  • შშმ პირთა გაძლიერება ბაზარზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერითა და კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირებით
  • შშმ პირთა განათლების ხელშეწყობა
  • შშმ პირთა საზოგადოებაში ხილვადობის ხელშეწყობა.