სიახლეები

"ემბისი" ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

"ემბისი" ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

2020-05-06

ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება "ემბისი"-ს კორპორაციული პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

როდესაც საქმე COVID 19-ის გავრცელების პრევენციას - თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებას ეხება, "ემბისი" კვლავ აქტიურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალი მეწარმეების გაძლიერების საქმეში. 

სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ, პირბადეების გარკვეული ნაწილის დამზადება, მეწარმე ქალბატონს - ქეთი ზივზივაძეს ანდო.